1.პროექტის სახელწოდება: ბახტრიონის აჯანყება-როგორ აისახა ისტორიული სინამდვილე აკაკის ,,ბაში-აჩუკსა“ და ქართულ კინოხელოვნებაში
5.მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
2.პროექტის
მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკი“, ლიტერატურული
ნაწარმოები და ქართული ისტორიული რეალობა
3.პროექტის
აქტუალობა: ეს სამუშაო მოსწავლეებს განუვითარებს კვლევა-ძიების უნარს, დააფიქრებს
ჩვენი ქვეყნის ბედზე, გაუძლიერებს ლიტერატურის მიმართ ინტერესს, შეაყვარებს კახეთის
მხსნელ გმირებს,წმინდანებად შერაცხულთ.
4.პროექტის
მიზნები: ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიების,
რეფერატის შექმნის, დამოუკიდებელი აზროვნების, სლაიდების შექმნისა და სასურველი თემისთვის მისადაგების უნარს.
5.მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
6.ვადები /
ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7.მოსალოდნელი
შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატი,სლაიდები
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკი“, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის
III ტომი,
,,ქართლის ცხოვრება“, ქიაჩელი ლეო ,,აკაკის ,,ბაში-აჩუკი“, თხზ.ტ.IV, თბ;1958წ.შენგელაია
დემნა, ,,აკაკის პროზის გამო“, ,,აკაკის სამერეკლო“, თბ;1990წ. ინგოროყვა პავლე ,,ახალი
ქართული ლიტერატურის ფუძემდებლები“, თხზ.ტ.I,
თბ; 1940წ. ლეო ესაკიას ფილმი ,,ბაში-აჩუკი“
9.პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ჯგუფების შექმნა, დავალების მიცემა:
თითოეულ ჯგუფს განვუსაზღვრავ მუშაობის დროს, პროექტზე მუშაობის განმავლობაში შევხვდები მოსწავლეებს და ვკითხავ, ხომ არ შეექმნათ რაიმე პრობლემა მუშაობის პროცესში? მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს,რასაც მოჰყვება პრეზენტაცია, შეფასება.
- I ჯგუფს დავავალებ XVII საუკუნის II ნახევრის კახეთის მდგომარეობის შესწავლას იტორიულ წყაროებზე დაყრდნობით და რეფერატის შექმნას შემდეგი სახელწოდებით:,,ისტორიული სინამდვილე ,,ბაში-აჩუკში“;
- II ჯგუფი შექმნის პროექტის თემასთან მისადაგებულ სლაიდებს პრეზენტაციისთვის;
- III ჯგუფი აკაკის მიერ გამოგონილ მხატვრულ სახეებზე იმუშავებს და შექმნის რეფერატს: ,,აკაკის მიერ გამოგონილი გმირები“;
- IVჯგუფს დავავალებ ლეო ესაკიას ფილმ ,,ბაში-აჩუკიდან“ ფგაგმენტების მოძიებას და აკაკისეული ვერსიის კინოფილმისთვის შედარებას.
თითოეულ ჯგუფს განვუსაზღვრავ მუშაობის დროს, პროექტზე მუშაობის განმავლობაში შევხვდები მოსწავლეებს და ვკითხავ, ხომ არ შეექმნათ რაიმე პრობლემა მუშაობის პროცესში? მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს,რასაც მოჰყვება პრეზენტაცია, შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია , ქართული ენა და ლიტერატურა.
11.პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლეილა ჩოქური
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: choqurileila@gmail.com
13.პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: choqurileila.blogspot.com